ნაყინი „სენდვიჩი“ მხოლოდ 3 ინგრედიენტით
ინგრედიენტები
ნაღები 33% - 500 მლ
შესქელებული რძე - 120 გ
ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 500 გ
მომზადების წესები
ნაღები გათქვიფეთ, ნახევარი წუთის შემდეგ შეათქვიფეთ შესქელებული რძე. ტექნიკურად სწორად რომ გააკეთოთ, წაიკითხეთ: როგორ ამოვიყვანოთ ნაღები ნაყინის მოსამზადებლად - 5 მთავარი წესი, რომელიც მიქსერის ჩართვამდე უნდა წამეკითხა
ფორმაში (35 x 22 სმ) გადაანაწილეთ ორცხობილები, ჩაასხით ნაყინის მასა და თავზეც ორცხობილები მოაწყვეთ. შეინახეთ მაცივარში 4 საათით. შემდეგ ორცხობილების ფორმის შესაბამისად დაჭერით და მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge