თეგებით ძიება

მარტივი ნიგვზიანი ტორტის რეცეპტი კულინარიის გურუებისგან!

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხის ცილა - 5 ცალი
შაქარი - 200 გ
ნიგოზი - 160 გ
ფქვილი - 2 ს/კ (სავსე)
მწიკვი მარილი
ზეთი - ფორმაზე წასასმელად
კრემი:
კვერცხის გული - 5 ცალი
რძე - 500 მლ
დარბილებული კარაქი - 200 გ
შაქარი - 100 გ
ფქვილი - 2 ს/კ
ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
გახეხილი შოკოლადი - მოსართავად


მომზადების წესი:
გაატარეთ ნიგოზი და შეურიეთ ფქვილს, ხელით ან ხის კოვზით. კვერცხის ცილა გააცალკევეთ გულისგან. ცილა მოათავსეთ მიქსერის ჯამში, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ამოიყვანეთ ბეზე, თანდათანობით შეათქვიფეთ შაქარი.
გადაიტანეთ ბეზე ფქვილისა და ნიგვზის მასაში და ხის ნიჩბით ნაზად შეურიეთ ერთმანეთს. დიდხანს არ ღირს მორევა, თორემ ბისკვიტი ჩაგივარდებათ.
გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგმანეტი, წაისვით ზეთი და გადაიტანეთ მასა ფორმაში. შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთი. გამომცხვარი ბისკვიტი გააცივეთ ფორმაშივე და მხოლოდ შემდეგ გადმოიღეთ. გაჭერით ბისკვიოტი 3 ნაწილად.
მოამზადეთ კრემი: ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ კვერცხის გული, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი. ყველაფერი კარგად აურიეთ ხელის ზამბარით და დადგით ქვაბი ცეცხლზე. ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ მასა ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით გაზს და ხარშეთ კრემი დაახლოებით 10-15 წუთი, სანამ კარგად არ გასქელდება.
ცხელ კრემში ჩააგდეთ კარაქი და კარგად აურიეთ.
ტორტის აწყობა: წაუსვით თითოეულ ბისკვიტს კარგად თბილ-თბილი კრემი, შედგით მაცივარში 4-5 საათი, რომ კარგად გაუჯდეს კრემი ბისკვიტებს.
შემდეგ გამოიღეთ და მორთეთ გახეხილი შოკოლადით.


წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა