თეგებით ძიება
17. 08. 2020 სპორტი

მერაბ დვალიშვილის პასუხი, როცა მას ჰკითხეს, სჯობს თუ არა მისი ფაფახი ხაბიბისას

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი გამოცდილ ამერიკელს, ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ, დვალიშვილი პრესკონფერენციაზე ჩოხითა და ფაფახით მივიდა. ჟურნალისტებმა მას ჩაცმულობის შესახებ რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს.

თავდაპირველად, მერაბმა კომენტარი ჩოხაზე გააკეთა: “ეს ტრადიციული ქართული სამოსია. კავკასიელი ხალხი ვატარებთ ფაფახს და ამ სამოსს. ადამიანები, რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ, ამ სამოსს ატარებდნენ.”

ჟურნალისტი: “ჩვენ ვხედავთ, რომ შენ შავ ფაფახს იყენებ. რატომ ირჩევ ყოველთვის ამ ფერს?”

დვალიშვილი: “მე საქართველოდან ვარ. საქართველო კავკასიაა. მაქვს თეთრი და შავი ფაფახი. შემიძლია, ის დავიხურო, რომელიც მე მინდა. ბაბუაჩემს სწორედ ეს შავი ფაფახი ეხურა და ამიტომ ეს წამოვიღე.”

ჟურნალისტი: “არ ვიცი, მოდა შენთვის მნიშვნელოვანია თუ არა, მაგრამ ფიქრობ, რომ შენი ფაფახი ხაბიბ ნურმაგომედოვის ფაფახზე უკეთესია?”

დვალიშვილი: “ძმაო, ეს ჩემია. ამაში არავის ვეჯიბრები. ეს ჩვენია.”


წყარო: fanebi.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა