თეგებით ძიება

ფორთოხლის სამარხვო ნამცხვარი - გემო, რომელსაც ვერ დაივიწყებთ

მიუხედავად იმისა, რომ ნამცხვრის შემადგენლობაში კვერცხი და კარაქი არ შედის, მისი მდიდარი და განუმეორებელი გემო გულგრილს არავის დატოვებს.

საჭირო პროდუქტი:
ფქვილი - 430 გრ
ზეთი - 100 მლ
წყალი - 100 მლ
ძმარი - 1 ჩ/კ
სოდა - 1 ჩ/კ
შაქარი - 200 გრ
დარიჩინი - 1/3 ჩ/კ
ქიშმიში - 150 გრ
ფორთოხალი - 1 ცალი


მომზადების წესი:

1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ და წვრილ სახეხზე კანის ყვითელი ნაწილი გახეხეთ.
2. ფორთოხლის რბილი ნაწილი კარგად გაწურეთ და წვენი ცალკე შეინახეთ.
3. ღრმა ჯამში ჩაასხით ზეთი, დააყარეთ შაქარი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ წყალი, ფორთოხლის ცედრა და წვენი და ისევ კარგად აურიეთ.
4. სოდა ძმარში გახსენით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
5. ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და დარიჩინი და ცომი მოზილეთ.
6. გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში ცომში აურიეთ.
7. კექსის ფორმას წაუსვით ზეთი და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. მოათავსეთ ცომი ფორმაში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათი აცხვეთ.
8. ღუმელიდან გამოღებული ნამცხვარი გააგრილეთ და სუფრასთან მიტანის წინ თავზე შაქრის პუდრასთან შერეული დარიჩინი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.


წყარო:funtime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა