თეგებით ძიება

მწიკვით თუ კოვზით? - კერძის შეზავების მთავარი წესები!

დარწმუნებული ხართ, რომ კერძში მარილი მხოლოდ საკუთარი გემოვნებით უნდა ჩაყაროთ? არადა, თურმე, გემოვნებაზე მნიშვნელოვანი წესები ყოფილა, რომლებიც ბევრმა არ ვიცით.

1. ეცადეთ, ყოველთვის ერთი და იგივე მწარმოებლის მარილი იყიდოთ

ეს მარტივად აიხსნება: სხვადასხვა მწარმოებლების მარილი ერთმანეთისგან გემოთი განსხვავებულია, რადგან კომპანიები სხვადასხვა ტექნოლოგიებს იყენებენ. ამიტომ, შეიძლება „უცხო“ მარილი ჩვეული დოზით დაამატოთ, მაგრამ კერძი დაგიმლაშდეთ. ჰოდა, ამაში სულაც არ იქნება დამნაშავე თქვენი უყურადღებობა;


2. რამდენი გრამია ერთ მწიკვში?

ბევრ რეცეპტში შეხვდებით ასეთ ფრაზას: დაამატეთ მწიკვი მარილი.
მწიკვი - ეს იმდენია, რამდენიც შეგიძლიათ თავისუფლად აიღოთ ცერა, საჩვენებელი და შუა თითების წვერებით. ერთი მწიკვი, დაახლოებით, 1/6 ჩაის კოვზია და 2-დან 5 გრამამდე იწონის, გააჩნია ადამიანს და მისი თითების სიდიდეს. კერძში კი, გნებავთ, მწიკვით ჩაამატეთ, გნებავთ კოვზით, მთავარია - როდის ჩაყრით.


3. როდის ჩავყაროთ მარილი კერძში?

მაკარონის, პელმენების, ხინკლის მოსახარშად დადგმულ წყლიან ქვაბში მარილი ჩაყარეთ მაშინ, როცა წყალი ადუღებას იწყებს;

ხორციან ბულიონში და ხორციან კერძებში - მომზადების დასრულებამდე 20 წუთით ადრე ჩაამატეთ;

თევზის წვნიანის მომზადებისას კი მარილი თავიდანვე საჭიროა - ანუ სანამ წყალში დანარჩენ პროდუქტს - თევზს, სტაფილოს, ხახვს და ა.შ. ჩაყრით;

ბოსტნეულის წვნიანში - როცა უკვე მზად არის (1 ლიტრზე 1 ჩაის კოვზი);

შეწვისას კარტოფილს მაშინ დააყარეთ, როგორც კი კანი შეებრაწება.

მოსახარშად დადგმულ კარტოფილს კი - წყლის ადუღებიდან, დაახლოებით, 15 წუთში;

ბოსტნეულის ცოცხალ სალათებს - უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ.


წყარო:funtime.ge



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა