ატმისა და ვაშლის კომპოტი
ინგრედიენტები
ატამი - 1 კგ
ვაშლი - მჟავე სახეობის 3-4 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
შაქარი - 1,5 ჭიქა
მომზადების წესები
გარეცხეთ ლიმონი ჯაგრისით და მოაცალეთ კანი ციტრუსის სპეციალური საფცქვნელით. შემდეგ გამოწურეთ წვენი.
ატამი და ვაშლი გაჭერით ოთხად, ამოაცალეთ კურკები.
ქვაბში ჩაყარეთ ატამი, ვაშლი, ლიმონის ცედრა, დააყარეთ შაქარი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ დაასხით 2 ლ ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან.
ჩაასხით ლიმონის წვენი და დაახურეთ ჰერმეტულად. ან ჩაასხით კომპოტი გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.
სანამ სუფრასთან მიიტანთ. კარგად ჩააცივეთ.
წყარო:gemrielia.ge
გემრიელად მიირთვით!