არაჟნის ნაზი ნამცხვრები ჩაისთვის!
ინგრედიენტები:
კარაქი - 100 გ
არაჟანი - 200 გ
შაქარი - 0, 75 ჭიქა
ვანილის შაქარი - 1 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
ფქვილი - 3,5 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ/კ
დაფქული მიხაკი - და შაქარი ამოსავლებად
შაქრის პუდრა - მოსაყრელად
მომზადების წესები
გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად აურიეთ.
დაუმატეთ არაჟანი, კვლავ აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი გამაფხვიერებელით. მოზილეთ რბილი ცომი.
გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით.
შემდეგ გააბრტყელეთ ცომი ფქვილმნოყრილ ზედაპირზე 8 მმ-1 სმ სისქის ფირფიტად და ამოჭერით ფორმები (ფორმები მანამდე ფქვილში ამოავლეთ).
ამოავლეთ ნამცხვრები მიხაკიან შაქარში ან გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა.
მოათავსეთ ფომრები მშრალ ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge