მწვანე ლობიოს კონსერვი ტომატის სოუსით
იდეალური კონსერვი ზამთრისთვის. მოცემული დოზები გათვლილია 3 ლიტრზე.
ინგრედიენტები
მწვანე ლობიო - 1.5 კგ
პომიდორი - 1.5 კგ
მწვანე წიწაკა - 1 კგ
ბულგარული წიწაკა - 1 კგ
ნიახური - 1 კონა
მარილი - 50 გრ
შაქარი - 100 გრ
ზეთი - 100 გრ
ძმარი 9% - 2 სკ
მომზადების წესები
გარეცხეთ მწვანე ლობიო და მოაშორეთ კუდი. დაჭერით დაახლოებით 3–4 სმ სიგრძეზე.
აიღეთ მწვანე და ბულგარული წიწაკა, გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად.
პარალელურად, დაჭერით მწვანილი. ჩაახეხეთ ნიორი. პომიდორი ორად გაჭერით და დააბლენდერეთ.
პირველ რიგში, ქვაბში ჩაასხით პომიდვრის მზა მასა, დაამატეთ მარილი, შაქარი და ზეთი.
ადუღების შემდეგ ჩაყარეთ გამზადებული დაჭრილი ბოსტნეული. მოურიეთ და დააყოვნეთ 35–40 წუთი საშუალო ცეცხლზე. ჩაყარეთ მწვანილი და ნიორი.დაამტეთ ძმარი. მოურიეთ და დაელოდეთ 10–15 წუთი.
მზა მასა ჩაასხით ქილებში, დადეთ თავდაღმა და დაელოდეთ გაგრილებას.
კონსერვი შეგიძლიათ შეინახოთ როგორც გრილ, ასევე ოთახის ტემპერატურაზე.
წყარო:gemrielia.ge