თეგებით ძიება

კომბოსტოს მწნილი ქილებში

შემადგენლობა:

5 კგ კომბოსტო
2 კგ ხახვი
200 გრ ნიორი
200 გრ ნიახური
200 გრ ოხრახუში
300 გრ ქინძი
200 გრ კამა
თითო ჩ.კ ხმელი ქინძი, სუნელი,ზაფანა
1.5 ლიტრი ზეთი
2 ჩ.ჭ ძმარი
წიწაკა, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავაყაროთ ცოტა მარილი, გავაჩეროთ 3-4 საათი და გავწუროთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა ( ყვითელი ყვავილი), წიწაკა, მარილი, ძმარი ზეთი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე, ჩავდოთ ქალებში და დავასხათ თავისივე წვენი. ასეთი სალათი შეიძლება შევინახოთ გრილ ადგილას გარკვეული დროით.


წყარო: receptebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა