თეგებით ძიება

კარტოფილის და ისპანახის კატლეტი

შემადგენლობა:

4 ც კარტოფილი
100 გრ ისპანახი
1 ც კვერცხი
50 გრ ყველი
4-5 ღერი მწვანე ხახვი
4-5 ღერი ოხრახუში
საფანელი
მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, მოვხარშოთ კანიანად. როცა მზად იქნება,გავაციოთ,გავფცქვნათ და გავხეხოთ სახეხზე. ისპანახი გავრეცხოთ,მოვხარშოთ. როცა მზად იქნება, გავწუროთ, დავჭრათ წვრილად და შევურიოთ კარტოფილს. გავხეხოთ ყველი, შევათქვიფოთ კვერცხი, დავჭრათ წვრილად მწვანე ხახვი, ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი და შევურიოთ კარტოფილის ნაზავს. მიღებულ მასას მივცეთ კატლეტების ფორმა, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ცხიმში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა