თეგებით ძიება
14. 10. 2020 მსოფლიო

რა ღირს ქეიტ მიდლტონის იაფფასიანი კაბა, რომელზეც მსოფლიო აალაპარაკდა?

კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი Hold Still 2020-ის ჟიურის წევრი იყო. ეს არის გამოფენა, რომლის ფარგლებშიც, ჟიურიმ 100 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია.
ჰერცოგინია გამოფენის წევრებს ონლაინჩართვით მიესალმა და მადლობა გადაუხადა მის კოლეგებსა და ჟიურის წევრებს.

„დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ასევე ჩემს კოლეგებს, ჟიურის წევრებს”, – განაცხადა მიდლტონმა ონლაინ სიტყვით გამოსვლისას.

ქითის გულშემატკივრებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ კეიტ მიდლტონის ჩაცმულობა, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევა. მას ონლაინ-ჩართვისას ყვავილების პრინტიანი კაბა ეცვა.

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სამეფო ოჯახის წევრმა Zara-ს 15-დოლარიანი კაბა მოირგო.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა