თეგებით ძიება
15. 10. 2020 მსოფლიო

გოგონა ფიქრობდა, რომ 19 კილოგრამი ვარჯიშითა და სწორი კვებით დაიკლო, სანამ ერთ დღეს საზარელი ამბავი არ გაიგო

19 წლის მოლი პარკინსონმა მიმდინარე წლის იანვარში ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა და პირველ რიგში საკუთარ ფიგურაზე ზრუნვა დაიწყო - სპორტდარბაზის აბონიმენტი აიღო, ინტენსიურ ვარჯიშს შეუდგა და სწორი კვების რეჟიმზე გადავიდა - წერს Daily Mail.
მოლიმ მოულოდნელად სწრაფი ტემპით დაიწყო წონაში კლება და საბოლოო ჯამში, მან ექვსი თვის განმავლობაში 19 კილოგრამი დაიკლო. წონის მკვეთრი ვარდნა არც მის გარშემომყოფებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა და სთხოვდნენ გოგონას, რომ ექიმთან კონსულტაციაზე მისულიყო, რადგან მხოლოდ ვარჯიში და სწორი კვება ასე მოკლე დროში მსგავს ეფექტურ შედეგს ვერ მისცემდა.

ბოლო პერიოდში გულმკერდის არეში მოხშირებულმა ტკივილის შეგრძნებამ მას გამოკვლევის ჩატარება გადააწყვეტინა. მოლის სისხლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

გოგონას სიმსივნის მეორე სტადია აქვს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის. პარალელურად, თავისმა დაავადებამ ქველმოქმედებისკენ უბიძგა და ახლა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს მართავს, რათა კიბოთი დაავადებულ მოზარდებს დაეხმაროს.

გოგონა ფიქრობდა, რომ 19 კილოგრამი ვარჯიშითა და სწორი კვებით დაიკლო, სანამ ერთ დღეს საზარელი ამბავი არ გაიგო





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა