ღვეზელი მწვანე ხახვისა და მოხარშული კვერცხის შიგთავსით
ინგრედიენტები
ცომი
ფქვილი - 300 გ
კეფირი - 300 გ
„სოფლის ნობათი რჩეული“ არაჟანი 20% - 200 გ
კვერცხი - 4 + 1 ცილა
მარილი - 0.5 ჩ/კ
გამაფხვიერებელი - 20 გ
შიფთავსი
მწვანე ხახვი - 200 გ
მოხარშული კვერცხი - 4-5 ცალი
„სოფლის ნობათი რჩეული“ არაჟანი 20% - 1 ს/კ
ოხრახუში
მარილი და პილპილი
თავზე გადასასმელად
კვერცხის გული - 1 ცალი
„სოფლის ნობათი რჩეული“ არაჟანი 20% - 1 ს/კ
მომზადების წესები
მწვანე ხახვი, ოხრახუში და მოხარშული კვერცხი დაჭერით. გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი და ამოურიეთ.
4 კვერცხი და დამატებით 1 ცილა მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ მარილი, არაჟანი და კეფირი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ. ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ სველ ინგრედიენტებს ნელ-ნელა და გათქვიფეთ.
ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ საფანელი ისე, რომ გვერდებსაც მოხვდეს.
გადაიტანეთ ფორმაში ცომის ნახევარი. გადაანაწილეთ შიგთავსი და მოასხით ცომის მეორე ნაწილიც.
კვერცხის გული და არაჟანი გათქვიფეთ და გადაუსვით ცომს თავზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათით. შეამოწმეთ მზადყოფნა. შეიძლება, 10-15 წუთის დამატება დასჭირდეს.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge