პომიდორი ჩერის კონსერვი ნიგვზიანი სოუსით
ინგრედიენტები
ჩერი პომიდორი - 1 კგ
ნიორი - 10 კბილი
ტარხუნა - 2 ჩ/კ
ქინძის თესლი - 1 ჩ/კ
ძმარი - 150 მლ
ნიგოზი - 600
წიწაკა ჩილი - 1/2 ცალი
ხმელი პიტნა - 1 ჩ/კ
ბაზილიკი - 1 ჩ/კ
წყალი - 2 ლ
მომზადების წესები
ბლენდერის ჭიქაში ჩაყარეთ ნიგოზი, წიწაკა ჩილი, ნიორი, დაუმატეთ წყალი და დააბლენდერეთ.
მიღებულ მასას დაუმატეთ ხმელი პიტნა და პაზილიკი, ქინძის თესლი და ტარხუნა. აურიეთ.
გარეცხეთ პომიდორი, გაავსეთ გასტერილებული ქილები პომიდვრით.
აადუღეთ წყალი. დაასხით ადუღებული წყალი პომიდორს, დაახურეთ თავსახური ქილებს და გააჩერეთ 20 წუთი.
შემდეგ გადმოასხით წყალი ჭურჭელში, ჩაასხით ქილებში ვაშლის ძმარი და ნიგვზის მასა. დაასხით კვლავ იგივე ადუღებულ წყალი იმდენი, რომ ქილა გაივსოს. დააფარეთ თავსახური ჰერმეტულად ქილას, შეანჯღრიეთ, კვლავ გადმოღვარეთ სითხე, წამოადუღეთ ნიგვზიანი სითხე, ისევ დაასხით პომიდორს და მოხუფეთ ქილები.
ასე დამარინადებული პომიდორი, ზამთარში შესანიშნავი წასახემსებელი იქნება და ბევრ კერძს მოუხდება.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge