ტყუპები, რომლებსაც სხვადასხვა დაბადების წელი აქვთ
ამერიკელი ახალშობილები, ჯოსლინი და ჯექსონი ტყუპები არიან, თუმცა სხვადასხვა წელსა და სხვადასხვა ათწლეულში დაიბადნენ. ამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ინდიანაში მცხოვრები წყვილი, დონ ჯილიამი და ჯეისონ ტელო ბავშვების დაბადებას თებერვალში ელოდნენ, თუმცა დისკომფორტის გამო ორსულ ქალს ახალი წლის ღამეს სამშობიაროში წასვლა მოუხდა. ერთი ტყუპისცალი ახალი წლის დადგომამდე დაიბადა, მეორე კი – 12 საათის შემდეგ.
ტყუპების დედა ამბობს, რომ ასეთ დიდ სიურპრიზს არ მოელოდა.
„რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, სხვადასხვა დღეს ჰქონოდათ დაბადების დღე, თუმცა სიურპრიზი გაცილებით დიდი აღმოჩნდა – მათ დაბადების წელიც კი სხვადასხვა აქვთ“, – ამბობენ მშობლები, ჯილიამი და ტელო.
ნაადრევად დაბადებული ახალშობილები ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან და გარკვეული დროით საავადმყოფოში მოუწევთ დარჩენა.
წყარო:primetime.ge