"ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას მშვიდობა"- ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა
ყირგიზეთის პრეზიდენტი, სოორონბაი ჯეენბეკოვი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ არეულობებისა და დაძაულობის გამო მიიღო, რაც საპარალამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების ფონზე დაიწყო.
ჟეენბეკოვმა, რომელსაც აქტიურად მოუწოდებდნენ პოლიტიკური ოპონენტები და დემონსტრანტები გადადგომისკენ, საპრეზიდენტო ადმინისტრაციიდან გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „პრეზიდენტობის პოსტის შენარჩუნება არ ღირდა ქვეყნის ერთიანობისა და საზოგადოების ჰარმონიისთვის საფრთხის შექმნის ფასად“ .- აღნიშნა პრეზიდენტმა
„ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას მშვიდობა ყირგიზეთში, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობა და სიმშვიდე საზოგადოებაში“ - აცხადებს ჯეენბეკოვი.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში საპროტესტო დემონსტრაციები 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები, რომლის შემდეგაც აქტიურად მიმდინარეობდა ურთიერთდაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოცხადებული შედეგები ბათილად სცნო.
წყარო:newposts.ge