თეგებით ძიება
15. 10. 2020 მსოფლიო

უმძიმესი ფაქტი- 17 წლის გოგო გაიტაცეს და 22 დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ

17 წლის გოგო გაიტაცეს და 22 დღის განმავლობაში ფერმაში განუწყვეტლად აუპატიურებდნენ. აღნიშნული შემთხვევა ინდოეთში მოხდა.

გოგონა, რომელიც მშობლებთან კამათის შემდეგ გასულ თვეს სახლიდან გაიქცა, გარკვეული ხნის შემდეგ ქალაქ კუტაკში იმყოფებოდა და ავტობუსს ელოდებოდა, რათა სახლში დაბრუნებულიყო. სწორედ ამ დროს კი მას ერთ-ერთმა მამაკაცმა მოტოციკლით სახლში მიყვანა შესთავაზა.

ნაცვლად იმისა, რომ გოგო სახლში მიეყვანათ, იგი ფრინველების ფერმაში წაიყვანა გამტაცებელმა, სადაც ოთახში ჩაკეტა და არასრულწლოვანზე 22 დღიანი ძალადობაც დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ორი მამაკაცი აუპატიურებდა. მოძალადეებმა მასთან ერთად სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეო გადაიღეს, რომლითაც დაზარელბულს აშინებდნენ სოციალურ მედიაში ატვირთვით. მას ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ თუ იგი გაქცევას ეცდებოდა.

საბოლოოდ, ძალადობის მსხვერპლი გოგო პოლიციელებმა გადაარჩინეს, რომელთაც კერძო საკუთრებაზე უკანონო საქმიანობა დააფიქსირეს და ამის შესახებ სამართალდამცავებს ანიშნეს.

პოლიციელებმა დააკავეს ერთი მოძალადე, მეორე კი გაიქცა და ამ დრომდე იძებნება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა