თეგებით ძიება

ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი, ამიტომ შავი პიარ-სვლა დაგეგმა სააკაშვილის წინააღმდეგ - კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შატბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ღარიბაშვილმა ისაუბრა არა რუკებზე, არამედ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის კოლექტიური სააკაშვილის ბრალი. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს ერთადერთ ბილეთად ხელისუფლებაში დარჩენის, სააკაშვილი დარჩა, ამიტომ ამ ხერხით ცდილობს შავი პიარ-სვლა დაგეგმოს მის წინააღმდეგ.

„გუშინდელ ღარიბაშვილის ინტერვიუში მთავარი იყო არა რუკები, არამედ მისი შეფასებები, რომლებსაც აკეთებდა მთელი ამ ჩართვის განმავლობაში, რომ ეს ყველაფერი არის კოლექტიური სააკაშვილის ბრალი. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მთელი ეს საქმე, ის, რომ ეს საქმე არ არის გრიფირებული, არავის არ აქვს გაუთქმელობის ვალდებულება აღებული, ის, რომ ეს საქმე არის პირდაპირ პროპაგანდაში წარმოჩენილი, როგორც დავით გარეჯის საქმე, ამ დროს ბრალში საერთოდ არც ფიგურირებს დავით გარეჯი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მორიგი შავი პიარ-სვლა დაგეგმონ და გააკეთონ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი, ამიტომ სამწუხაროა, რომ ამაში ხშირად სააკაშვილი ეხმარება მას და ასე წარმოაჩენს ხოლმე, რომ არის მისი ერთადერთი ალტერნატივა.

ამ დროს რეალობა ასე არ არის, რეალობაა ის, რომ ივანიშვილი კარგავს ძალაუფლებას, იმის ხაზგასმით, რომ სხვები მასზე უარესები არიან, ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამ საქმეში მზად არის, რომ გაწიროს უდანაშაულო ადამიანები და ეროვნული ინტერესები.“ - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა