ცესკოში ხელფასები იზრდება - გიორგი კალანდარიშვილის თანამდებობრივი სარგო 12 410 ლარი იქნება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის თანამდებობრივ სარგოზე 2023 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით 145 805 ლარი იყო განსაზღვრული. ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 10 285 ლარი, თავმჯდომარის 2 მოადგილის 9 559, მდივანის 9 438, კომისიის 13 წევრის 8 228 ლარი. 2024 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა თითოეულის თანამდებობრივი სარგო. ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 11 305 ლარი გახდა. მოადგილის 10 507, მდივნის 10 374, კომისიის 10 წევრის კი 9 044 - 9 044 ლარი. მთლიანობაში 122 626 ლარი.
ბოლო, 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით კი ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელფასი 12 410 ლარია. მოადგილის 11 534 ლარი, მდივანის 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი. მთლიანობაში ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის ხელფასში 134 612 ლარი დაიხარჯება ყოველთვიურად.