კორონავირუსის გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბები აშშ-ში - უკანასკნელ 24 საათში 60 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა ვირუსით
აშშ-ში კორონავირუსის გავრცელება ისევ უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს- ივლისის თვის შემდეგ პირველად, უკანასკნელ 24 საათში 64 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით. 44 შტატში ინფიცირებულთა რიცხვი დღესდღეობით უფრო მეტია, ვიდრე ეს 1 თვის წინ იყო. WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, ინფექციათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სოფლებში, სადაც სამედიცინო პუნქტთა რაოდენობა ძალზე მცირეა.
აშშ-ში თებერვლიდან დღემდე 8 216 315 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელთაგან 222 717 ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად ინფექციის მასობრივად გავრცელებისა, საერთო ჯამში აშშ-ში 5 320 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 15 270 პაციენტი კი რიტიკულ მდგომარეობაშია.
წყარო:newposts.ge