ვინ იყო ბათუმის კოვიდ-სასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის მედდა და გარდაცვალების რა ვერსიებზე საუბრობს ოჯახი
რა გახდა ბათუმში, კოვიდ-სასტუმრო "ლეგენდაში" გარდაცვლილი 41 წლის ირმა თეთრაძის გარდაცვლაბეის მიზეზი - ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.
ირმა თეთრაძე ბათუმის მე-4 პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ის კოვიდ-სასტუმროში 10 ოქტომბერს შეიყვანეს და 15 ოქტომბერს გარდაცვლილი ნახეს.
41 წლის ქალი რისკჯგუფში შედიოდა და ის განსაკუთრებულ პატრონაჟს საჭიროებდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 ოქტომბერს დილით, გეგმიური შემოვლის დროს პაციენტი ახლობლის ზარებს უკვე არ პასუხობდა. უწყების განცხადებით, პაციენტი სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კი თრომბო-ემბოლია გახდა.
წყარო:newposts.ge