თეგებით ძიება
16. 10. 2020 მსოფლიო

"ჩემზე პოპულარული მხოლოდ იესო ქრისტეა“ – დონალდ ტრამპი

„ჩემზე პოპულარული მხოლოდ იესო ქრისტეა“ – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს განცხადება ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.
გუშინ ტრიბუნასთან მყოფმა ტრამპმა აღნიშნა, რომ ქრისტე მასზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველა დროში.

„რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანი ვარ. მე კი ვუთხარი, რომ ეს ასე არ არის და ჩემზე პოპულარული იესო ქრისტეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მის ამ ნათქვამს ხალხის მხრიდან ოვაციები მოჰყვა. ინტერნეტ სივრცეში კი აშშ–ის პრეზიდენტმა კრიტიკაც დაიმსახურა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა