საუკუნის აღმოჩენა- 12 წლის ბიჭმა მილიონობით წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იპოვა
კანადელმა 12 წლის ბიჭმა 69 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ჩოჩხი იპოვა. მოყვარული პალეოანტოლოგი მამასთან ერთად ლაშქრობაზე იმყოფებოდა წიაღისეულით მდიდარ ალბერტას რეგიონში. სწორედ ამ დროს კი არასრულწლოვანმა კლდეში ამოშვერილი ძვლები იპოვა.
ხუთშაბათს არქეოლოგიური გათხრები ბოლომდე დასრულდა. ბიჭის თქმით, როდესაც მან ძვლებს შეხედა რამდენიმე წამის განმავლობაში გაკვირვებული იყო და სრული აღფრთოვანებით უყურებდა დინოზავრის ჩონჩხს- შოკირებული ვიყავი, როდესაც მილიონობით წლის წინანდელი დინოზავრის სხეულის ნარჩენებს მივაკვლიე.
ნათანი დინოზავრების საკითხით დაინტერესებულია ღრმა ბავშვობიდან, 6 წლიდან- იგი სალაშქროდ მამასთან ერთად ხშირად დადის ხოლმე კანადის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც იკვლევენ ზემოხსენებულ საკითხს.
წყარო:newposts.ge