ბელგიის ჯანდაცვის უწყება: "მარტში კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია დაიწყება, თუმცა მანამდე მძიმე ზამთარი უნდა გადავიტანოთ"
ბელგიაში, სადაც კორონავირუსის გავრცელება მოსახლეობის პროპორციული მაჩვენებლის შესაბამისად სხვა წამყვან ქვეყნებზე მეტია, ვარაუდობენ, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება 2021 წლის მარტიდან.
„ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ შედეგები რამდენიმე თვეში თვალშისაცემი იქნება. ვაქცინა ინქება ეფექტური და უსაფრთხო, სწორედ ამიტომ კოვიდ 19-ზე მასშტაბური აცრის პროცესი ადრეული გაზაფხულიდან დაიწყება. პირველ ვაქცინას ძირითადად რისკჯგუფებში მყოფი ხალხი და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, კორონავირუსთან წინა ხაზზე მებრძოლი ხალხი მიიღებს. ვაქცინაციის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები ქვეყანაში, თუმცა მანამდე მძიმე ზამთარი გადასატანი გვაქ“ - განაცხადა ბელგიის კრიზისის ცენტრის მენეჯერმა , ვან გუხტმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობის მომატების გამო, კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა, რომლებიც დილის 08:00 საათიდან 16:00-მდე მუშაობენ და გაწერილი აქვთ მკაცრი პროტოკოლი. აღნიშნულ ცენტრებში კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხს 2-იდან 4 დღემდე იღებენ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 8227-ია, საერთო ჯამში კი 230 000. ფატალური შემთხვევების რიცხვი უკვე 10 000-საც კი სცდება.
წყარო:newposts.ge