მაყვლის მურაბა
ინგრედიენტები
მაყვალი - 4 კგ
შაქარი - 4კგ
წყალი - 4 ჩაის ჭიქა
მომზადების წესები
4 კილოგრამი გარჩეული მაყვალი ჩავყაროთ სამურაბე ქვაბში და ზედ ფენა-ფენა მოვაყაროთ 2 კილოგრამი შაქარი. ასე დავტოვოთ რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ დავასხათ 2 კილოგრამი შაქრისა და 4 ჩაის ჭიქა წყლისაგან მოდუღებული სიროფი, დავდგათ ცეცხლზე და ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ.
წყარო:gemrielia.ge