თეგებით ძიება
23. 10. 2020 სპორტი

NBA-ის 2020 წლის დრაფტი ონლაინ ჩატარდება

NBA-ის 2020 წლის დრაფტი კორონავირუსის გამო, 18 ნოემბერს, ონლაინ ჩატარდება.

პირველი რაუნდის არჩევნებს NBA-ის კომისარი ადამ სილვერი, ხოლო მეორე რაუნდს მისი მოადგილე მარკ ტეიტუმი ESPN-ის, ბრისტოლის სტუდიიდან გამოაცხადებენ, კალათბურთელები კი ამ დროს ვირტუალურად ჩაერთვებიან.

ივენთი ივნისში, ნიუ იორკში, Barclay Centre-ში უნდა გამართულიყო, მაგრამ არსებული სიტუაციის გამო თარიღმა გადაიწია და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას სერიოზული ცვლილებების შეტანა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ დრაფტის ლატარია 20 აგვისტოს ჩატარდა და პირველი არჩევნის უფლება „მინესოტამ“ მოიპოვა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველს ლამელო ბოლს აირჩევენ, რომელიც 19 წლისაა და პროფესიონალურ დონეზე ახალ ზელანდიასა და ლიტვაში აქვს ნათამაშები.

წყარო: https://1tv.ge/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა