თეგებით ძიება
26. 10. 2020 სპორტი

"ტორპედოს" რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედოში" მომუშავე რამდენიმე პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნულ ინფრომაციას თავად ავრცელებენ სოციალურ ქსელში ,"Facebook"-ზე.

განცხადების თანახმად, 28 ოქტომბერს "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი ქართული დერბი გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

"ვადასტურებთ, რომ ტორპედოში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე გადაიდო "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრაც - ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება".- წერია განცხადებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა