საქმე ისე მომენატრა, ლაპარაკი ისე მომბეზრდა, ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ, შევძლოთ და გავაკეთოთ - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არჩევნები საყოველთაო გამარჯვებას მოასწავებს. მისი თქმით, დროა საქმე გაკეთდეს და ეს არჩევნების შემდეგ მოხდება, როდესაც რეგიონში უამრავი პროექტი დაიწყება - ამის შესახებ სააკაშვილმა ყვარელში "ენმ-ძალა ერთობაშიას" შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა.
"დიდი და ფართო გეგმები მაქვს და ეს გეგმები აღარ არის მარტო გეგმები, ეს არის საქართველოს მომავალი მთავრობის სამუშაო გეგმა და თქვენ იცით, ჩემი პრინციპი - საქმე ლაპარაკის ნაცვლად. საქმე ისე მომენატრა, ლაპარაკი ისე მომბეზრდა, 8 წელიწადი მხოლოდ ვლაპარაკობდით გეგმებზე. მორჩა დრო, გადავიდეთ, მივაწვეთ, გავაკეთოთ შევქმნათ, თქვენთან ერთად ავაშენოთ. ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ, შევძლოთ და გავაკეთოთ, ყველას დავუმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები - დიდი მადლობა კახეთს წინა არჩევნებზე, ახლა ეს იქნება საყოველთაო გამარჯვების არჩევნები. ცოტაც გაძელით ჩემო საყვარელო ხალხო და ყველაფერი უმაგრესად იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო:newposts.ge