ძარცვა თბილისში - უძრავი ქონების სააგენტოდან გატანილია სამუშაო ინვენტარი და ტექნიკა
მორიგი ქურდობა თბილისში - სპორტის სასახლესთან, აფაქიძის 5 ნომერში უძრავი ქონების სააგენტო გაძარცვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გატანილია სამუშაო ინვენტარი და ტექნიკა.
როგორც სააგენტოს მეპატრონე აცხადებს, მან მომხდარის შესახებ დილით გაიგო და პოლიციას მიმართა. როგორც თავად ამბობს, სააგენტო უკვე მესამედ გაქურდეს.
დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
წყარო:newposts.ge