712 - თბილისში, 545 - აჭარაში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
გასულ დღე-ღამეში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში გამოვლინდა, 545 შემთხვევა აჭარაში, 305 კი - იმერეთში.
დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება დანარჩენ რეგიონში ასეთია:
ქვემო ქართლში - 48;
შიდა ქართლში - 56;
გურიაში - 24;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 63;
კახეთში - 23;
მცხეთა-მთიანეთში - 22;
სამცხე-ჯავახეთში - 22;
რაჭა-ლეჩხუმი- 4.
დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან 23 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 1 262.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 589 PCR ტესტი ჩატარდა.
საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი სულ 32 127 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 12 632, გარდაიცვალა - 238.
წყარო:newposts.ge