თეგებით ძიება

ანზორ ბიწაძე კვლევებზე: "SURVATION" არის კომპანია, რომელმაც შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებს 16%-ით ააცილა რეალობას"

„კომპანია, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოველდღე „ავტორიტეულ კომპანიად“ ასახლებს, ბევრჯერ გამხდარა ცინიზმისა და კრიტიკის საგანი“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ,,SURVATION“-ის ბოლო კვლევას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაასაჯაროვა.
„ეს ის კოპმპანიაა, შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები ჯერ 16%-ით ააცილა რეალობას, შემდეგ კი თავადვე გააქრო ეს შედეგები საკუთარი ვებ-გვერდიდან.

დანგრეულ ეკონომიკას და პანდემიით დატანჯულ მოსახლეობას, ირაკლი კობახიძის გამოგონილი და დაწერილი კვლევები არაფერში არ სჭირდება და უფრო მეტიც, არავის სჯერა. ამ უაზრობის ტირაჟირებისათვის, ირაკლი კობახიძეს თავად ბიძინა ივანიშვილი ძალიან მწარედ დასჯის შაბათ საღამოს, როდესაც არჩევნების შედეგებს იხილავს“ - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა