თენგიზ ცერცვაძის უმნიშვნელოვანესი რჩევები კოვიდპაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და სახლში მკურნალობს, რეკომენდაციებს აძლევს.
იგი იმეორებს,რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითხეების მიღება, მოძრაობა და სწორი კვება.
„დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა.
რჩევები იქნება შემდეგნაირი: მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხეები, ამასთან სითხის ნაწილი, სასურველია იყოს სუფთა წყლის და არა წვენების ან სხვა სახით. მეორე – იმოძრავეთ, უძრაობა ხელს უწყობს ზოგიერთი გართულებების, მაგალითად თრომბოებოლიის რისკს.
თუ თქვენ ხართ უსიმპტომო, იგულისხმება, რომ არ ხართ ცუდად და შეგიძლიათ იმოძრაოთ, ეს შეიძლება იყოს სიარული, აერობიკა, ჩაბუქვნები, ნებისმიერი სახის მოძრაობა. ამის გარდა, თუ თქვენ გაქვთ ტემპერატურის მცირე მომატება, შეგიძლიათ სახლში მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები, მაგრამ თუ 38-ზე ნაკლებია ტემპერატურა, არ არის აუცილებელი მიღება.
მნიშვნელოვანია კვება – მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი საკვებით ვიკვებოთ, ნაკლები იყოს მარილი, შაქარი, ნაკლები იყოს ცხოველური ცხიმები – კარაქი ჩანაცვლდეს ზეთით, მივიღოთ საკმარისი რაოდენობის ბოსტნეული.
მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, C ვიტამინს, D ვიტამინს, თუთიას და სხვა. ამის გარდა, სადავოა საკითხი, მივიღოთ ვიტამინები, თუ არა, არსებობს განსახვევებული აზრი მსოფლიოში. თუ მივიღებთ D ვიტამინს, დაახლოებით 2 ათასიდან მაქსიმუმ 5 ათასამდე ერთეულს, ცუდი არ იქნება, თუმცა ჯობია, გავიკეთოთ ანალიზი D ვიტამინზე. C ვიტამინიც დღეში დაახლოებით 1 გრამი შეიძლება მივიღოთ“,- განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
წყარო:newposts.ge