თეგებით ძიება
28. 10. 2020 COVID - 19

ევროპაში კოვიდინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში 40%-ით გაიზარდა - ჯანმო

ევროპაში კოვიდინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში 40%-ით გაიზარდა, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კი საფრანგეთში, ესპანეთში, ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და რუსეთშია - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით, მესამედით არის გაზრდილი:
„სამწუხარო ის არის, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ბევრი მძიმედ ავადმყოფი ადამიანი ხვდება და ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები ძალიან მალე ივსება პაციენტებით,“- აღნიშნა ჰარისმა.

როგორც ჯანმოში აცხადებენ, მალე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დასტაბილურდება, რადგან მედიკოსებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და ახლა უკეთ ერკვევიან, თუ როგორ უნდა აკონტროლონ სიტუაცია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა