თეგებით ძიება

კახა ოქრიაშვილი ხმების მოსასყიდად ძალიან დიდი ფულს არიგებს - კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლნისში ოპოზიციური გაერთიანება ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მისი თქმით, ნაცმოძრაობის ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობაში ხმების სანაცვლოდ დიდ ფულს არიგებს:
„ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში. ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა ოქრიაშვილი, მაგალითად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავთ და რამდენს უხდის ორი თვის განმავლობაში ამ აგიტატორებს, თუმცა ეს თანხები დეკლარირებული არ არის. თეორიულად არ გამოვრიცხავთ, რომ იქ, შტაბში ვიღაცა ვიღაცას რაღაცას აძლევდეს. გვითხარით სახელი, გვარი, ვინ რა გააკეთა, გვექნება რეაგირება. მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები და არავინ არ გვეუბნება კონკრეტულ ფაქტებს, ასეთ შემთხვევაში რეაგირება არ გვაქვს“ - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, არჩევნების გაყალბება არის ძველი პრაქტიკა და ის დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა:

„ჩვენ როდესაც ვიღებთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, იმ შედეგებიდან აცდენა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 1-3%. თქვენ იცით, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს დაახლოებით 55 -56% რეიტინგი და გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო მხარდაჭერა არ აცდება 57-58%-ს და შესაბამისად არ ჩამოცდება ამ მაჩვენებელს 2-3%-ით. დააკვირდით და ნახავთ შედეგი რა იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა