თეგებით ძიება
29. 10. 2020 COVID - 19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 709 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35 567-მდე გაიზარდა.

stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებოის თანახმად, გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი. (საერთო რაოდენობა 16904).

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 209 ადამიანი გადის. რაც შეეხება კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობას, მათი ჯამი 2 346 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა