თეგებით ძიება

400-ლარიანი რკინის ღობის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო გადაიდო

პარლამენტთან აღმართული 400-ლარიანი რკინის ღობის დაზიანებაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. სხდომა 20 იანვრისთვის ჩაინიშნა.

მხარეებს საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობისთვის დრო მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს,  საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა