“ნეკნები ვერ გაჩვენეთ, მართალია... ხელი არ მომხვედრია“ - რას ამბობს გური სულთანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ერთ-ერთ ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ
“პოსტივის“ ტელეწამყვანი გური სულთანიშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ მას თითქოსდა, ერთ-ერთ ღამის კლუბში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“სრული სისულელე, ხვალ ეთერშიც მიხილავთ. მაგრამ “ლიბერდებილებს“ ქეიფი ჰქონიათ უკვე და რეალობას რა მნიშვნელობა აქვს", - წერს სულთანიშვილი.
“ნეკნები ვერ გაჩვენეთ მართალია. ძააან დარეპორტებული ვარ ფბ- ზე, “ვაბშე“ არ აჩვენებს ჩემ “ფრენდებს“...
მეგობრებო, გუშინ ღამე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გური სულთანიშვილი სცემეს მაგრადო. ამაზე დავწერე, რომ სისულელეა მეთქი, მაგრამ “ფეისბუქზე“ დარეპორტებული ვიყავი და არ აჩვენებს ხალხს.
დღეს “ლაივშიც“ ვიქნები ტელევიზიაში და სანამ წავალ, აი ვიდეოც აგერ... არაფერი არ მჭირს.
ჩემების გასაგონად ვამბობ, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ხელი არ მომხვედრია.
ლიბერალებს, ვისაც ერთი სიხარული აქვთ ატეხილი, იმათთვის, რეალობას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. ასე, რომ მშვიდად იყავით ყველანი,“ - ამბობს გური სულთანიშვილი.