ბათუმის სასამართლო 16 დეკემბრის აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმეს განიხილავს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთაც 16 დეკემბრის აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვასა და აქციის ორგანიზებას ედავებიან. შსს აქციის მონაწილეებს: აზა გაბუნიას, თორნიკე კაკალაძეს, ნიკოლოზ მირცხულავას, ლაურა ქარცივაძეს, ირმა ზოიძეს და სხვებს საავტომობილო გზის ბლოკირებას ედავება.
აქციის მონაწილეების უფლებებს "საია" იცავს.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.