თეგებით ძიება
29. 10. 2020 COVID - 19

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობის დაშინების პოლიტიკას მიმართავს

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა დაკავებებით და სხვადასხვა ბრალდებებით ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და ამით მეტი მორჩილების მიღწევას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებების შესაჩერებლად.
„რამოდენიმე დღის წინ ახალგორის ქართული საშუალო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი სამართალდამცავებმა დააკავეს და ცხინვალში დაკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულს ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები. ამასთანავე ჩხრეკა ჩაატარეს მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეზობლად მდებარე სახლში, რომლის მეპატრონე ამ დროისათვის ახალგორში არ ცხოვრობს და სახლი დიდი ხნის დაკეტილია.

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს პედაგოგი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩევა და ღიად არასოდეს აკრიტიკებდა არსებულ დე-ფაქტო ხელისუფლებას.

როგორც მოგვიანებით ცხინვალის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, პედაგოგი ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს და მას რუსეთის სამხედრო ნაწილის შესახებ ინფორმაციის ქართული მხარისთვის მიწოდებაში ადანაშაულებენ.

მსგავსი ტიპის ინციდენტები ადგილობრივ მოსახლეობაში შიშსა და პანიკას აღვივებს. ამასთანავე მათ უჩნდებათ დაუცველობის განცდა და შიში, რომ შემდეგი მსხვერპლნი შეიძლება თავად გახდნენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექნიზმი ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებების შესაჩერებლად.“- ნათვამია განხადებაში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა