თეგებით ძიება

კარტოფილის მობრაწულა ბეკონით

ინგრედიენტები
კარტოფილი - 4 ცალი
ბეკონი - 200 გ
ნაღები - 250 მლ
კარაქი - 50 გ
ნიორი - 2-3 კბილი
ფქვილი - 1/2 ჭიქა
ქათმის ბულიონი - 1 ჭიქა
მარილი და პილპილი
ყველი ჩედერი - 200 გ


მომზადების წესები

კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით მრგვალ, თხელ ნაჭრებად. ბეკონი და ნიორი დაჭერით წვრილად, ყველი ჩედერი გახეხეთ.

გაახურე ტაფა, გაადნეთ კარაქი და მოხრაკეთ ნიორი, დაუმატეთ ფქვილი, ქათმის ბულიონი, ნაღები, მარილი და პილპილი, ურიეთ ხელის ზამბარით და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით ნაღების მასის ნაწილი, დაალაგეთ მჭიდროდ დაჭრილი კარტოფილის ნახევარი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით კვლავ ნაღების მასა, მოაყარეთ გახეხილი ყველი ჩედერი, დაჭრილი ლორი. შემდეგ კვლავ გაიმეორეთ კარტოფილის ფენა, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ნაღების მასა, მოაყარეთ გახეხილი ჩედერი და ლორი. მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. აკონტროლეთ, რომ ყველი არ დაიწვას.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.


წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა