გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 18 681 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში აღირიცხა „კოვიდ-19“-ის 481 013 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 ინფიცირებული გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 10 349 შეადგინა.
წყარო: https://1tv.ge/