თეგებით ძიება

"მოუთმენლად ელოდა ხვალინდელ არჩევნებს , ჩვენ გავიმარჯვებთ " - ნიკა მელია თანამებრძოლს ემშვიდობება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში, "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ნიკა მელია ავარიის შედეგად გარდაცვლილ ილია გაწერელიას ემშვიდობება. მისი თქმით, ილია მოუთმენლად ელოდებოდა ხვალინდელ არჩევნებს და საქართველოს გამარჯვებას.
"იშვიათია ისეთი ერთგული, ენერგიული მებრძოლი და თავდადებული ბიჭი, როგორც ჩვენი ყველას მეგობარი იკა გაწერელია იყო - მუდამ ღიმილიანი, თვალებგაბრწყინებული და საბრძოლველად შემართული. ხომ ვიცით, როგორ მოუთმენლად ელოდა ხვალინდელ არჩევნებს და ამ არჩევნებში საქართველოს გამარჯვებას...მშვიდობით, Ilia Gatserelia! ჩვენ გავიმარჯვებთ."- წერს ნიკა მელია.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა