გიორგი გახარიას დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს პრემიერ მინისტრის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.
პრემიერის გარემოცვის ერთ-ერთ ახლო პირს ინფექცია მაშინ დაუდასტურდა, როდესაც მორიგი გეგმური ტესტი გაიკეთა.
შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა თავად გახარიაც, რომელმაც აღნიშულის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, მას ჰქონდა კონტაქტი მის თანამშრომელთან, რომელსაც მოგვიანებით ვირუსი დაუდასტურდა.
წყარო:newposts.ge