96 წლის მოხუცმა თანმდევი დაავადებებით საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა
კლინიკა "ბაუს" ცნობით 96 წლის მოხუცმა ქალმა საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა:
“შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით- სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე თანმდევი დაავადებები :გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი.
ჩვენი მედიკოსების დამხარებით უხუცესმა ქალბატონმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა.ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბებოს”
წყარო:newposts.ge