თეგებით ძიება
02. 11. 2020 COVID - 19

გამყრელიძე: გრიპის ვირუსი განსაკუთრებით ერჩის ორსულებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აცრების ჩატარება 20 ნოემბრამდე, ვიდრე გრიპის ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას. ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ გრიპის ვირუსი განსაკუთრებით ერჩის ორსულებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა პოლიკლინიკაში, სადაც შესაბამისი კაბინეტებია, გრიპის ვაქცინა უნდა იყოს.

„გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა გავზარდოთ. აუცილებელია ყველა ორსული აცრილი იყოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა. თუ მიმართვიანობა იქნება უფრო მეტი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს კიდევ დამატებითი დოზების შესყიდვაზე.

დღეიდან, ყველა პოლიკლინიკაში, სადაც ამცრელი კაბინეტებია, გრიპის ვაქცინა უნდა იყოს. ამ კვირის განმავლობაში ეს მარაგები შეივსება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ გთხოვთ, ვეცადოთ ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრის 20-მდე, სანამ გრიპის ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც ეკუთვნის, აიცრას, რადგან ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: https://report.ge/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა