თეგებით ძიება

"ნუ შემდგებით ....ახლა ან თუ გნებავთ-გადამიარეთ" - ვის უჭერს მხარს ნინი შერმადინი?

ამერიკაში მცხოვრები ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში, “Facebook”-ის პირად გვერდზე, აქვეყნებს პოსტს , სადაც თავისუფლების მოედანზე რუსულად ამღერებულ ბუბა კიკაბიძის თემას ეხმიანება. მომღერალი თვლის, რომ რუსეთისთვის ჩვენი ქვეყანა სწორედ ბუბასთან ასოცირდება.
„იმაზე არ გიფიქრიათ, რომ რუსებს თავის ენაზე უმღერა მათვისვე გასაგებად ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაზე? არც ნაცია ეხლა აქ შუაში და არც ქოცი…. იქაც ბევრი მეგობარი მყავს და აქაც.

ნუ შემდგებით ახლა ან თუ გნებავთ – გადამიარეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ კაცმა ეპოქა შექმნა. რუსეთისთვის საქარველო ბუბასთან და ნანისთან ასოცირდებოდა. იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო და მეტი გასაქანი ჩვენ უბედურ ქვეყანას სხვაგან არსად ქონდა როცა “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “მზიურის” ბავშვები და ა.შ ისტორიას ქმნიდნენ და ქარულად ამღერებდნენ რუსებს. ვისგან იციან ან “სულიკო” ან “თბილისო” ან “ჩიტო გვრიტო”?! იქნებ ცოტა სხვა კონტექსტით შეგვეხედა და არ ჩაგვექოლა 80 წლის ადამიანი და მართლაც რომ ლეგენდა კაცი.

კვლავაც გავმეორდები და ვიტყვი არა რუსეთს! რუსეთი ოკუპანტია!!!“- წერს შერმადინი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა