თავდასხმა გიორგი რურუაზე - სალომე სამადაშვილი პოლიტპატიმას მოინახულებს
სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე,არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ საქართველოს პარლამენტის პრესამსახურიდან აცნობეს.
პრესამსახურის ცნობით აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. „მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს.“- ნათქვამია განცახდებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ.
წყარო:newposts.ge