ბაგა-ბაღები ისევ იხურება
ხვალიდან თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით მომავალი თაობების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კალაძემ.
აღსაზრდელები მთელი ამ დროის განმავლობაში კვებით იქნებიან უზრუნველყოფილები, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა.
დედაქალაქის მერის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.