მშობლებს ბაღებიდან საკვების გატანა ისევ შეეძლებათ — კალაძე
მშობლებს ექნებათ საშუალება, საკვები, რომელსაც ბავშვები ბაღში იღებდნენ სახლში წაიღონ.
"მინდა ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველყოთ კვების საკითხი, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით ამ პანდემიის პერიოდში. მშობლებს ექნებათ საშუალება ის საკვები, რაც ბაღში ჰქონდათ, წაიღონდ სახლში და მოუმზადონ ბავშვებს", — განაცხადა კალაძემ.
თბილისის საჯარო ბაღებში, მერიამ საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი პირველად 19 მარტს დაიწყო.
ბავშვები ბაღებს 12 ოქტომბერს დაუბრუნდენენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 40-მდე ბაღმა სასწავლო პროცესი შეწყვიტა. დღევანდელი გადაწყვეტილებით 5 ნოემბრიდან თბილისში ბაღები სრულად დაიხურება.
წყარო:On.ge