თეგებით ძიება

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და მოიპარეს ამომრჩევლის ხმები - შელია

ოპოზიციურმა პარტიებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ საერთო საპროტესტო აქცია გამართეს და საოლქო სარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს.

ევროპული საქართველოს წევრის, ბათლომე შელიას თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ გააყალბა ზუგდიდის არჩევნები და ჩაიდინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

შელიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გამართეს საერთო საპორტესტო აქცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ.

„საოლქო საარჩევნო კომისიამ გააყალბა ზუგდიდის არჩევნები, საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და მათ მოიპარეს ამომრჩევლის ხმები, ამრიგად ჩვენ მოვედით აქ, რათა გავაპროტესტოთ მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.“ - განაცხადა ბათლომე შელიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა